იწყება საპარკინგე ადგილების გაყიდვა
ონლაინ რეზერვაცია გაიხსნება:
-
დარჩენილი დრო
-
ინსტრუქცია
- კომპლექსში „შენი სახლი ჯიქიაზე“ იწყება 14, 15, 16, 17 და 18 სახლებთან არსებული ღია საპარკინგე ადგილების გაყიდვა.
- პარკინგების გაყიდვა ორ ეტაპად განხორციელდება.
- პირველ ეტაპზე საპარკინგე ადგილების შეძენა მხოლოდ აღნიშნული სახლების ბინებისა და კომერციული ფართების მესაკუთრეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
- 2026 წლის 24 ივლისიდან დარჩენილი საპარკინგე ადგილების შეძენას კომპლექსის სხვა სახლების მაცხოვრებლებიც შეძლებენ.
- 2026 წლის 10 ივლისს, 11:00 საათზე, გაიხსნება პარკინგების ონლაინ რეზერვაციის პლატფორმა: parking.arci.ge (10 ივლისამდე, პლატფორმაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ხელშეკრულების პირობებს)
- პლატფორმაზე შეძლებთ მხოლოდ ერთი საპარკინგე ადგილის რეზერვაციას.
- რეზერვაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ელ. ფოსტაზე მიიღებთ ჯავშნის კოდს, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენი რეზერვაცია შესრულებულია. (ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რეზერვაცია არ ნიშნავს პარკინგის ყიდვას, პარკინგის შესაძენად საჭიროა კომპანიასა და მყიდველს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, კომპანიისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით)
- რეზერვაციიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიმართოთ გაყიდვების ოფისს (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №3, კომპლექსის შესასვლელში; ტელ: 591 90 90 70) ინვოისის მისაღებად ან ხელშეკრულების გასაფორმებლად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
- საპარკინგე ადგილების ზომები და კონფიგურაცია განსხვავდება ლოკაციის მიხედვით. მაგალითად, სკოლა ოლიმპის წინ არსებული პარკინგების (18-26-დან 18-37-ის ჩათვლით) ზომებია დაახლოებით 2,30-2,20*5მეტრზე, რაც განსხვავდება სხვა პარკინგებისგან, რომელთა მიახლოებითი ზომებია: 2,5*5მ.
- სკოლა ოლიმპის წინ მდებარე საპარკინგე ადგილები (№18-26-დან №18-37-ის ჩათვლით) ერთ მიწის საკადასტრო ერთეულს წარმოადგენს, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული იქნება თანასაკუთრება.
- საპარკინგე ადგილების ღირებულება შეადგენს 9,500–10,000 აშშ დოლარს. (ეკვივალენტი ლარში გადახდის დღეს მოქმედი ერ.ბანკის კურსით)
- საპარკინგე ადგილზე ინდივიდუალური შემზღუდავი კომპანიის მხრიდან არ დამონტაჟდება. სურვილის შემთხვევაში მისი მონტაჟი მესაკუთრემ საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს.
- მე-17 და მე-18 სახლებს შორის კომპანიის მიერ დამონტაჟებულია შლაგბაუმი. მისი დაკეტვის და მართვის რეჟიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამხანაგობებმა უნდა მიიღონ.
- ჯავშნები გადამოწმდება საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე. პირველ ეტაპზე მიიღება ჯავშნები მხოლოდ 14-15-16-17 და 18 სახლის მესაკუთრეებისგან, სხვა კორპუსის მაცხოვრებლის მიერ გაკეთებული რეზერვაცია გადამოწმების შემდეგ გაუქმდება.
- დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაყიდვების დაწყებისთანავე (10 ივლისი 11:00სთ) დროულად განახორციელოთ რეზერვაცია პლატფორმის საშუალებით, რადგან საპარკინგე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
ხელშეკრულების ნიმუშები:
ნაბიჯი 3
რიგში ხართ
არ დახუროთ გვერდი - თქვენი ჯერი მალე მოვა.
-
ადამიანი წინ
ნაბიჯი 4
აირჩიეთ ადგილი
თავისუფალი
დაკავებული
გაყიდული
თქვენი
დააჭირეთ თავისუფალ ადგილს
ნაბიჯი 5
ჯავშანი დადასტურდა
-
დადასტურება გამოგზავნილია ელ. ფოსტაზე